LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ნიკა კუბლაშვილმა ჩეხეთში გამართულ მუსიკალურ ფესტივალზე „სულიკო“ გრანპრი მოიპოვა: „ბედნიერი ვარ და მინდა, ჩემი სიხარული გაგიზიაროთ…“

3500
page

ნიკა კუბლაშვილი გამომწერებსა და გულშემატკივრებს მიმართავს ჩეხეთიდან, კარლოვი-ვარიდან., სადაც მუსიკალური ფესტივალის „სულიკო“ გამარჯვებული და გრანპრის მფლობელი გახდა.

„პირველ რიგში, მინდა მოგიკითხოთ დიდი სიყვარულით ჩემი მსმენელი და გულშემატკივარი, ვინც ყოველდღიურად უყურებს ჩემს ვიდეოებს და მაფასებს. დაგაინტერესებთ, ალბათ, რატომ ჩამოვედი. გუშინწინ გაიმართა დიდი მუსიკალური ფესტივალი, რომელსაც ჰქვია „სულიკო“. მინდა, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ქალბატონ ასმათ შანავას, რომელიც არის პროექტის და ფესტივალის სულისჩამდგმელი. ჩვენ 13 ნოემბერს ჩამოვფრინდით ჩეხეთში, რამდენიმე ტური გავიარე და იყო დასკვნითი ეტაპი. მომანიჭეს გრანპრი და სპეციალური პრიზი. ძალიან ბედნიერი ვარ და მინდა, ჩემი სიხარული გადმოგდოთ. რა თქმა უნდა, არ ვაპირებ გაჩერებას. ჩემმა მეგობარმა, იოანე ქართველმა აწარმოა ტურნესთან დაკავშირებით მოლაპარაკება სამი ქვეყნის წარმომადგენელთან. გადავდივართ გერმანიაში შემდგომი მოლაპარაკებებისთვის“, აღნიშნავს ნიკა ვიდეომიმართვაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g