მომღერალი ნინი ბადურაშვილი თამუნა ამონაშვილის უსაყვარლეს ტყუპებტან ერთად გადაღებულ კადრებს გამომწერებს უზიარებს.
მომღერალი თამუნა ამონაშვილი და რეჟისორი რეზიკო არჩვაძე გასული წლის სექტემბერში მშობლები გახდნენ. წყვილს ტყუპი ქალ-ვაჟი შეეძინა, რომლებსაც იონა და მელანია დაარქვეს.
ტყუპები სოციალურ ქსელში გამოჩენისთანავე საოცრად პოპულარულები გახდნენ.
მათი ყოველი გამოჩენა უამრავ დადებით ემოციას და კომენტარს იმსახურებს.
