ამერიკული „ვოისის“ ქართველმა მონაწილეომ, ნინი ბრეგვაძემ ნიუ იორკის ერთ-ერთ კლუბში კონცერტი გამართა.
რეპერტუარი ქართული და უცხოური სიმღერებისგან შედგებოდა.
ვიდეოები ღონისძიებიდან ნინის დიდი ხნის მეგობარმა, საბა ვაჩიბერიძემ გამოაქვეყნა.
ნინიმ კონცერტზე „ვოისზე“ შესრულებული ნომრები ბენდის აკომპანემენტით და ცოცხალი შესრულებით წარადგინა.
შეკრებილი სტუმრები ნინიმ მეგრული სიმღერის „ვა გიორქო მა“ არაჩვეულებრივი შესრულებითაც გააკვირვა.