LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ნინო მუმლაძე: „არანორმალური დიეტებით დავირღვიე ნივთიერებათა ცვლა, ყოველ ჯერზე უფრო მეტს ვიმატებდი…“

196
ნინო მუმლაძე

„იმედის დღეში“ მსახიობი ნინო მუმლაძე ჭარბ წონასთან საკუთარი ბრძოლის შესახებ საუბრობს და ამბობს:

„თეატრალურ უნივერსიტეტში რომ ჩავაბარე, საკმაოდ გამხდარი ვიყავი, მეუბნებოდნენ, რომ უნდა ვყოფილიყავი ლირიკული არტისტი. თეატრალურში რომ ვსწავლობდი, ვაკეთებდი არანორმალურ დიეტებს, ვშიმშილობდი, სად იყო 2000 წელს იმის ფუფუნება, რომ ენდოკრინოლოგთან წავსულიყავი. აბსოლუტურად დავირღვიე ნივთიერებათა ცვლა. ყოველ ჯერზე მეტს ვიმატებდი…

მე დავიკელი 12 კილო. სანამ დავიწყებდი აქტიურ კლებას, კრიტიკულ ეტაპამდე ვიყავი მისული. ვიყავი 94 კილო. ისეთი წონაა, სათქმელადაც რთულია. ახლა ბუნებრივია, მინდა 10 კილოს დაკლება კიდევ. ეს განაპირობა პანდემიამ, დეპრესიამ, მერე უცებ ბევრმა საქმემ…  სახლში რომ ჩავჯექი, ვეღარ ვაკონტროლებდი და ძალიან გამექცა წონა. მივხვდი, რომ არაფერში აღარ ვზივარ, თეატრალურ კოსტიუმებში ვერ ვეტევი, სარკეში ვეღარ ვიხედები და რადიკალური ცვლილება უნდა დამეწყო სასწრაფოდ…“

ნინო მუმლაძე: „ძალიან რომ ვიმატებ, მამაკაცები მაშინ უფრო აქტიურდებიან…“

ნინო მუმლაძე: „სტრესული ორი წელი მქონდა, ჯანმრთელობის პრობლემები, ოჯახმა რამდენჯერმე გადავიტანეთ კოვიდი, ბებია გარდამეცვალა…“

რატომ არ თანხმდება ეროტიკულ ფოტოსესიას ნინო მუმლაძე: „სიშიშვლის კომპლექსი არ მაქვს, უბრალოდ…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები