LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნინო მუმლაძე: „ძალიან რომ ვიმატებ, მამაკაცები მაშინ უფრო აქტიურდებიან…“

1384
ნინო მუმლაძე მთავარზე

მსახიობი ნინო მუმლაძე საკუთარ წონაზე ჟურნალ „თბილისელებთან“ საუბრობს და აღნიშნავს, რომ წონა გაურბის ხოლმე, შემდეგ მისდევს და სულ ასეთ ბრძოლაშია საკუთარ თავთან:

„უკვე ოთხი კვირა გავიდა, რაც ინტენსიურად ვვარჯიშობ და მკაცრ დიეტაზე ვარ. შედეგი კი უკვე მინუს ექვსი კილოგრამია. ამ ეტაპზე შედეგი მომწონს. მინდა გითხრათ, დაკლებული კილოგრამები ვიზუალურად უფრო მეტყობა, ვიდრე სასწორზე ჩანს. ეს ბუნებრივი ეფექტია.

…როცა ზედმეტი წონისკენ გაქვს მიდრეკილება, ბოლომდე ვერ აკონტროლებ. ეს ის დაავადებაა, როცა მუდმივად სჭირდება კონტროლი და მეც მთელი ცხოვრებაა, ხან გამექცევა წონა, – მივსდევ, ხან ვიჭერ, და ხან გამირბის, სულ ასე ბრძოლაში ვარ…

ძალიან რომ მომიმატებია წონაში, გადამიღია ფოტო, დამიდია სოციალურ ქსელში და ჩემი წონით აღფრთოვანებულ უცნობ მამაკაცებს მოუწერიათ, რომლებსაც ძალიან ფუმფულა ქალები მოსწონთ, უყვართ და ძალიან რომ ვიმატებ, უფრო აქტიურდებიან (იცინის).

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები