კომპანია Nissan–მა გაავრცელა ვიდეო, რომელშიც პიტერ კარლ ისტლენდი, სუნის შეფასების წამყვანი ინჟინერი თავის უჩვეულო სამსახურზე ჰყვება. გაწვრთნილი ცხვირის დამსახურებით, სპეციალისტს ავტომობილის სალონში არსებული ყველა არომატის შეფასება შეუძლია. მისი პროფესია კლიენტების გემოვნების გათვალისწინებით, მანქანაში სასიამოვნო სუნის შექმნაა.
ისტლენდი სალონში არსებულ ყველა დეტალს სუნავს და მუდმივად ავარჯიშებს ყნოსვას, რათა ტყავი ტყავის შემცვლელისგან უშეცდომოდ განასხვაოს. გარდა არაჩვეულებრივი ყნოსვისა, ისტლენდის არსენალშია ქიმიის მაგისტრის ხარისხი, სასამართლო მედიცინის სფეროში.
ინჟინრის განცხადებით, სამუშაო პროცესში ის ახალი მოდელის შექმნის მომენტიდან ერთვება და ბოლომდე მონაწილეობს, აბსოლუტურად ყველა დეტალს ამოწმებს. თანაც ამას რამდენჯერმე აკეთებს, სუნებს სხვადასხვა პირობებში აკვირდება, რადგან ისინი ტემპერატურის ცვლილებასთან ერთად იცვლებიან.
როგორც პროფესიონალი აღნიშნავს, მისი საქმიანობა დროთა განმავლობაში სულ უფრო და უფრო მნიშვნელოვანი ხდება. თანამედროვე ავტომობილების სალონში ხმაური ნაკლებია და კლიენტების ყურადღება სხვა ასპექტებზე გადადის – მათ შორის სუნზე, რაც მძღოლსა და მანქანას შორის ემოციური კავშირის დამყარებაში დიდ როლს თამაშობს.
