LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ნუცა ახალი გარდაცვლილი იყო… ბუბა კიკაბიძემ მითხრა: „ხალხს ხომ იცი, გამარჯვებულები არ უყვარს, დამარცხებულები უყვარსო“… სულ მახსოვს ეს, რადგან წაქცევა ადვილია და ფეხზე დგომა ძალიან ძნელია“ – მაია ასათიანი

973
მაია ასათიანი

რამდენიმე დღის წინ მაია ასათიანის მიერ საცურაო კოსტიუმში გადაღებულ ვიდეოს არაერთგვაროვანი შეფასება მოჰყვა. საზოგადოების ნაწილმა ჟურნალისტი გააკრიტიკა, აღნიშნულს კი მაია ასათიანმა „ინსტაგრამის“ მეშვეობით უპასუხა.

„ნუ მმარხავთ ცოცხლად! მაცადეთ ხანდახან, სხვა რამეზე გადავიტანო ყურადღება!“ – მაია ასათიანი მიმართვას ავრცელებს

მაია ასათიანი მადლობას უხდის იმ ადამიანებს, რომლებმაც მის მიმართ მხარდაჭერა გამოხატეს.

„უდიდესი მადლობა მინდა გითხრათ ყველას ყველას, ვინც მომწერა, დამირეკა, ყველა კომენტარის ავტორს ცალ ცალკე ხანდახან მგონია, რომ ეს ქვეყანა ჩალით არის დაფარული და სიბნელე უფრო მეტია, ვიდრე ნათელი აზროვნების ადამიანი… თქვენი მხარდაჭერის შემდეგ ვრწმუნდები ხოლმე, რომ რეალურად ასე არ არის. ძალიან მაძლიერებთ და ის ენერგია, რომელიც თქვენგან მივიღე, ფარავს იმ სიშავეს…

ნუცა ახალი გარდაცვლილი იყო, ბუბა კიკაბიძე მყავდა გადაცემაში სტუმრად და მითხრა: „ხალხს ხომ იცი, გამარჯვებულები არ უყვარს, დამარცხებულები უყვარს და შენ არ უნდა დამარცხდეო“… სულ მახსოვს ეს იმიტომ, რომ წაქცევა ადვილია და ფეხზე დგომა ძალიან ძნელია“, – ამბობს მაია ასათიანი.

„7 წელია, ვერ მივდივარ საფლავზე“ – მაია ასათიანის ემოციური პოსტი

ტროლების ახალი შემოტევა მაქვს.. არა ბიჭოს, თქვენ დაგანახვებთ თავს დაბერებულს, მოუვლელს და დარდისგან დაცემულს“ – რას წერს მაია ასათიანი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g