LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ნუცა კუხიანიძე: „როცა ლევან აბაშიძეს შევხვდი, ისეთ შთაბეჭდილებაში ჩავვარდი, რაც დღემდე მომყვება…“

456
ნუცა კუხიანიძე

დათო გორგილაძის გადაცემაში მსახიობმა ნუცა კუხიანიძემ ლევან აბაშიძესთან ურთიერთობასა და დამოკიდებულებაზე ისაუბრა:

„ბავშვი რომ ხარ და რაღაცებს რომ თამაშობ, ერთია, მაგრამ როცა მოითხოვეს, რომ ეს ეზოს იქით გასულიყო, დიდად არ მინდოდა. ვერ ვხვდებოდი, რა უნდა გამეკეთებინა. წამოდი, ლევანს გაგაცნობ, ფილმზე ნუ ფიქრობო, გიო მგელაძემ მითხრა. უცებ გავიცანი ადამიანი და დავუმეგობრდი. ეს იყო ჩემთვის აღმოჩენა. უკვე ყველაფერზე თანახმა ვიყავი. პროცესი ხანმოკლე იყო. მეც პატარა ვიყავი და სულ მათთან ერთად ვერ ვიქნებოდი. როცა დრო დგებოდა, რომ უნდა წავსულიყავი და ლევანთან ერთად გადამეღო, ამ მომენტს ველოდებოდი. ამ სახლში ვნახე ბოლოს, რაღაცაზე გავბრაზდი და პროტესტის ნიშნად აღარ ჩამოვედი. დამიქნია ხელი, მოვალო. წავიდა და ზუსტად ერთ თვეში გარდაიცვალა… მთელი ცხოვრება რომ დაგყვება ლანდივით. სულ არის ლევანი და ბევრი ლაპარაკიც არ ღირს ამაზე… ძალიან ვვარდები შთაბეჭდილების ქვეშ. ასეთი ხასიათის ადამიანისთვის პირველი დიდი შეხვედრა იყო… ასეთ სილამაზეს და შინაგან სილამაზეს, თავი დავანებოთ გარეგნულს, შევხვდი, რასაც ლევანი ასხივებდა. ისეთ შთაბეჭდილებაში ჩავვარდი, რომ დღემდე მომყვება. საოცარ სისუფთავეს ასხივებდა… პირველად იყო, რომ ჩემზე უფროსი ასაკის ადამიანთან დავკარგე ასაკობრივი ზღვარი…“

ჩემი ქმარი მანებივრებს, დილას ხშირად მიმზადებს საუზმეს – ნუცა კუხიანიძე დედობაზე და ყოველდღიურ ცხოვრებაზე

ვიდეო: ინტერვიუ ლევან აბაშიძის დედასთან: „ლევანს დღეს ვეტყოდი, სად წახვედი, შვილო?..“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g