LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ნუკა კვალიაშვილი დედის საიუბილეო საღამოს მერე ემოციებს ვერ მალავს: „საოცარი საღამო გამოვიდა… უდიდესი ემოციებით, სიყვარულით და დაფასებით სავსე…“

173
ნუკა კვალიაშვილი

ნუკა კვალიაშვილი ეკა კვალიაშვილის საღამოზე გადაღებულ ვიდეოს აქვეყნებს, რომლის ავტორიც გიორგი წიკლაურია და გამომწერებს უზიარებს იმ ემოციებს, რომლებიც დედის კონცერტზე დაეუფლა:

„როგორც იქნა, მომეცა საშუალება, მშვიდად დავჯდე და დავწერო ის ყველაფერი, რისი თქმაც მინდა, პირველ რიგში, უღრმეს მადლობას გიხდით თითოეულ თქვენგანს, ვინც დაესწრო 23-ში დედას საიუბილეო კონცერტს და დაგვაფასა, ამის იქით უღრმესი მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც მომწერა ან დამირეკა და გამიზიარა თავისი საოცარი ემოციები, საოცარი საღამო გამოვიდა… უდიდესი ემოციებით, სიყვარულით და დაფასებით სავსე.

როგორც კი დაიდება სრული კონცერტი, აუცილებლად გაგიზიარებთ მათ, ვისაც სურვილი ჰქონდა და ვერ მოახერხა დასწრება.

პ.ს ვისაც ვერ მოგწერეთ, ბოდიშს გიხდით სათითაოდ, 22-შიც სამსახურში ვიყავი და 24-შიც , დღესაც ვმუშაობ, ხვალ კი ქუთაისს ვესტუმრები, გადატვირთული გრაფიკის გამო ფიზიკურად ვერ მიხერხდება დიდი ხანი ტელეფონთან ურთიერთობა, კიდევ უამრავი მადლობა თქვენ 🤍 ასევე უღრმესი მადლობა ვიდეოსთვის გიორგი წიკალურს“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g