მომღერალი ნინი ბადურაშვილი გადაცემას „პირველი სტუდია“ სტუმრობდა, სადაც სხვა თემებთან ერთად, პირად თემაზეც ისაუბრა.
ნინი ბადურაშვილი აცხადებს, რომ ოჯახის არც შექმნას და არც დანგრევას არ ნანობს და მადლობას უხდის ღმერთს, რომ ელენე ჰყავს.
კითხვაზე, „შენ თვლი, რომ გათხოვება იჩქარე?“ – ნინი ბადურაშვილი შემდეგნაირად პასუხობს:
„ყველაფერი ვიჩქარე, თუმცა ღმერთის მადლობელი ვარ, რომ ელენე არის.
ვერ გადავწყვიტე, ჩემს პირად ცხოვრებაში, რა და როგორ უნდა ყოფილიყო. შემდეგ უკვე გამოჩნდა და გავიცანი ადამიანი, რომელიც ძალიან მესიმპატიურა, აღვფრთოვანიდი, მაგრამ ეს არ იყო საკმარისი დრო იმისათვის, რომ ასეთი სერიოზული გადაწყვეტილება მიმეღო.
მე ვფიქრობ, რომ თვითონაც ეგრე ფიქრობს. ახლა ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს.
ოჯახის არც შექმნას და არც დანგრევას არ ვნანობ, უბრალოდ იყო ნაჩქარევი“, – აცხადებს ნინი ბადურაშვილი.
