LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ოჯახში ოქრო მოდის“ – ნიშნობიდან ერთ წლის თავზე თემო და ეთერი სახლში ოქრო-ვერცხლით ბრუნდებიან!

260
ლიპარტელიანი

ეთერ ლიპარტელიანი თბილისის „გრანდ სლემის“ ჩემპიონია.

მისმა მეუღლემ თემურ ნოზაძემ კი გრანდ სლემზე ვერცხლის მედალი მოიპოვა.

ვიდეოს, სადაც ეთერი და თემური გულშემატკივარს მიმართავენ, ძიუდოს ფედერაცია გვიზიარებს.

თემურ ნოზაძე: „ფინალში დავმარცხდი, მაგრამ ოჯახში ოქრო მაინც მოდის, ეთომ შეძლო ოქროს აღება..“

ეთერ ლიპარტელიანი: „ძალიან დაძაბული ბრძოლა იყო, მაგრამ ყველაფერი გავაკეთე იმისთვის, რომ გავმხდარიყავი ჩემპიონი, აგვეჟღერებინა საქართველოს ჰიმნი და ოჯახში შესულიყო ოქრო“

ცნობისთვის, სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით თბილისის „გრანდ სლემი“ მიმდინარეობს. ჩემპიონობა ზედიზედ მეორედ იზეიმა ქართველმა ძიუდოისტმა ეთერ ლიპარტელიანმა (-57 კგ). მან დაძაბულ ფინალში ფრანგი მარტა ჰავაზი დაამარცხა.

ფინალამდე სპორტსმენმა ბრაზილიელი და გერმანელი მეტოქეები დაამარცხა, ნახევარფინალში კი სერბ მარიცა პერიშიჩს სძლია.

ეთერ ლიპარტელიანმა გასულ წელს თბილისის „გრანდ სლემზე“ ოქროს მედალი მოიპოვა.

თბილისის გრანდ სლემზე ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა ეთერ ლიპარტელიანის მეუღლე თემურ ნოზაძე (66 კგ.), რომელიც ფინალში ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის (IJF) ეგიდით მოასპარეზე რუს აბრეკ ნაგუჩევთან დამარცხდა.

ეთერ ლიპარტელიანი: „თემო არაფერს მითმობს, უფრო ძლიერად მეჭიდავება და სულ თვითონ იმარჯვებს…“

ვიდეო: ულამაზესი ჯვრისწერა, გრანდიოზული ტორტი, ფეიერვერკის წვიმა და ბედნიერი წყვილი – ქართველი ძიუდოისტების ეთერ ლიპარტელიანის და თემო ნოზაძის ზღაპრული ქორწილი

ვიდეო: „ნახეთ ვისი ქორწილია დღეს“ – ეთერ ლიპარტელიანი დაქორწინდა – ვინ არის ქართველი ძიუდოისტი ქალის რჩეული?

ახალი კადრები ეთერ ლიპარტელიანის და თემურ ნოზაძის ქორწილიდან – ძიუდოისტი წყვილი მილოცვებს იღებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g