LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ერთ-ერთ სოფელში პუტინს ძეგლი დაუდგეს

130
პუტინის ძეგლი

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს ძეგლი გაუხსნეს.

telegram არხის „Baeston“-ის ცნობით, პუტინის ბრინჯაოს ძეგლის გახსნის ინიციატორი რუსეთის მოჭიდავეთა ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი ჯამბოლათ თედეევია.

სკულპტურა მის მშობლიურ სოფელ წორბისში დადგეს. გავრცელებული ინფორმაციისა და ფოტოების თანახმად, თედეევმა წორბისში, ძეგლთან შეკრებილ „ახალგაზრდებს ჩრდილოეთ და სამხრეთ ოსეთიდან“ ვლადიმირ პუტინისა და 2008 წლის მოვლენების შესახებ“ უამბო.

ფოტოების თანახმად, „ბრინჯაოს პუტინი“ ძიუდოისტის კიმანოთია შემოსილი. რუსეთის პრეზიდენტს ძიუდოში სპორტის ოსტატის წოდება აქვს.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g