გიორგი კეკელიძის მიერ დაწერილი წიგნი „ნაპოლის“ ქართველი ვარსკვლავის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ უკვე გამოვიდა.
გიორგი აღნიშნულ წიგნზე, კლუბ „ნაპოლის“ და ფეხბურთელის ოჯახის თანხმობით ბოლო რამდენიმე თვე მუშაობდა.
აღსანიშნავია, რომ ხვიჩამ წიგნი ლეგენდარულ ქართველ მოჭადრაკეს, ნონა გაფრინდაშვილს საკუთარი ავტოგრაფით უსახსოვრა.