ჯენიფერ ლოპესისა და ბენ აფლეკის ახლად გავრცელებულმა ფოტოებმა ინტერნეტსივრცე წალეკა. „ბენიფერი“ 17 წლის შემდეგ კვლავ ერთადაა და ახლა ისინი მონტანაში რომანტიკულ მოგზაურობაში იმყოფებიან.
აი საიდან დაიწყო ყველაფერი – „ბენიფერის“ „მეორედ მოსვლის“ შესახებ ახალი დეტალები იკვეთება
ალექს როდრიგესი ჯეი ლოსა და ბენ აფლეკის რომანით შოკირებულია – ახალი დეტალები
დასავლურმა მედიამ ჩათვალა, რომ ნათელს ამ მართლაც მოულოდნელ ამბავს ბენ აფლეკის უახლოესი მეგობარი, მეთ დეიმონი მოჰფენს და მსახიობი the Today show-ში მიიწვია. თუმცა ვარსკვლავმა კონფიდენციალობა დაიცვა და მხოლოდ ის თქვა, რომ აღნიშნული ამბავი მისთვისაც მოულოდნელი იყო და თუკი ეს სიმართლეა, ის ძალიან ბედნიერი იქნება ამით.
„მსოფლიოში სასმელი არ მოიძებნება, რომელიც მე რაიმეს მათქმევინებს ამის შესახებ. ეს ამბავი ჩემთვისაც მოულოდნელია. დიდი იმედი მაქვს, რომ ეს სიმართლეა, მე ორივე ძალიან მიყვარს“, – განაცხადა მეთმა.
შეგახსენებთ, 17 წლის წინ, როდესაც ჯენისა და ბენის ქორწილი ჩაიშალა, დასავლური მედია აქტიურად წერდა მათ დაშორებაში მეთ დეიმონის დიდ როლზე. ინსაიდერები აცხადებდნენ, რომ დეიმონს ბენზე დიდი გავლენა ჰქონდა და ჯეი ლო სულაც არ მოსწონდა. შესაძლოა ამდენი წლის შემდეგ დეიმონმა აზრი შეიცვალა და გაიზიარა დებულება, რომელიც ასე ჟღერს – „მთავარია ბავშვები იყვნენ ბედნიერები“.