LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: “პანდემიის დროს ქართველი ემიგრანტები ქალაქიდან არც გასულან. ჯერ ყველა უმუშევარია” – მაია ვაშაკიძე სამხრეთ იტალიიდან

182
BeFunky-collage - 2020-05-20T140508.203

სამხრეთ იტალიაში, ქალაქ აველინოში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი ამბობს, რომ რეგიონში ამ დროისათვის ისევ ძველი სიცოცხლე დაბრუნდა. მაია ვაშაკიძის თქმით, ქალაქში ყველა დაწესებულება ღიაა, ხალხი ჩვეულებრივად გადაადგილდება და მკაცრი შეზღუდვებიც მოიხსნა. მან ამის შესახებ “ფორტუნასთან” ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ქართველი ემიგრანტები აველინოდან პანდემიის დროს არ გასულან, ყველა ადგილზე დარჩა, თუმცა ჯერჯერობით ქუჩაში გასვლის მაინც ეშინიათ.  ის ამბობს, რომ ამ დროისათვის იტალიაში მხოლოდ ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაცია მოქმედებს, რომელიც პირბადის ტარებას და დისტანციის დაცვას გულისხმობს.

“აქ ყველაფერი ღიაა, მაღაზიები, ბანკები, რესტორნები და ა.შ. შეზღუდვა მხოლოდ პირბადის ტარება და დისტანციის დაცვაზე მოქმედებს. პირადის გარეშე მოძრაობისთვის ჯარიმა ისევ 400 ევროა. მოსახლეობა ქუჩებში ჩვეულებრივად გადაადგილდება. ხალხი სამსახურში დადის. ქართველი ემიგრანტებიდან არავინ არ წასულა საქართველოში, ყოველ შემთხვევაში ჩემი ნაცნობებიდან. ქალაქიდანაც არ გავსულვართ. იყო შემთხვევა, როდესაც რამდენიმე ქართველს სამშობლოში დაბრუნების სურვილი ქონდა, მაგრამ დაინფიცირების რისკი (გზაში, სხვა კონტაქტების და ა.შ. ) უფრო დიდი იყო, ამიტომ აქ დარჩენა არჩიეს. ახლა ვიცი, რომ ქართველებიდან ჯერ არავინ არ მუშაობს. ყველა სახლშია, ეშინიათ გარეთ გამოსულზე არ გააჩერონ. თუმცა აქვე ვიტყვი, რომ თუ პირბადე გიკეთია და წესებს იცავ, არავინ არ გაგაჩერებს. ქალაქი ჩვეულებრივ, ძველ ცხოვრებას უბრუნდება. ახლა ბევრს უჭირს, მაგრამ მდგომარეობა მძიმე ნამდვილად არ არის. მალე ყველა ქართველი თავის სამუშაოს დაუბრუნდება”, – აცხადებს ქართველი ემიგრანტი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g