LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო – პარაპლანით პირველად ჩვენი ქალიშვილი დაეშვა, შემდეგ კი ჩემი ქმარი. ძლიერი ქარი იყო…ოფიციალური დასტური ჩემი ქმრის გარდაცვალებაზე, ჯერ არ მიგვიღია: გუდაურში დაღუპული ტურისტის ცოლი

2944
დაღუპული ტურისტის ცოლი

გუდაურში, პარაპლანის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპული ტურისტის ცოლი „მთავარ არხთან“ ინტერვიუში აცხადებს, რომ „ოფიციალური დასტური მისი ქმრის გარდაცვალებაზე ჯერ არ მიუღიათ“.

მისი თქმით, თავდაპირველად პარაპლანით მისი ქალიშვილი დაეშვა, შემდეგ კი მისი ქმარი.

გუდაურში ჩამოვარდნილი ვერტმფრენის ბორტზე მყოფი 8 პირის ვინაობა ცნობილია

„პარაპლანით პირველად ჩვენი ქალიშვილი დაეშვა, შემდეგ კი ჩემი ქმარი. ძლიერი ქარი იყო, არ ვიცი რა მოხდა. მოგვიანებით გვითხრეს, რომ შემთხვევის ადგილი საკმაოდ რთული რელიეფის იყო. მოვითხოვე ვერტმფრენის გამოძახება. მომხდარიდან მალევე მოფრინდა ვერტმფრენიც და მაშველებიც… შემთხვევის ადგილს შემოუფრინეს, თუმცა ჩემთვის არაფერი უთქვამთ…

პარაპლანის ჩამოვარდნის შედეგად დაშავებულ პირს ტვინის შერყევა და ფეხზე დაზიანება აღენიშნება

მითხრეს, რომ ჩემი ქმრის ცხედარი გუდაურიდან თბილისში გადმოასვენეს. ჩემი მეგობარი და შვილი დაკითხვაზე არიან. ოფიციალური დასტური ჩემი ქმრის გარდაცვალებაზე, ჯერ არ მიგვიღია“, – აცხადებს გარდაცვლილი ტურისტის ცოლი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g