LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „პატივი მქონდა დავსწრებოდი ამ ღონისძიებას“ – რა კადრებს გვიზიარებს მარიამ შარმანაშვილი

515
2024-11-10_01-27-13_281490

ლეგენდარული იტალიელი მსახიობის, სოფი ლორენის ქართველი სარძლო, მარიამ შარმანაშვილი ამერიკაში მნიშვნელოვან კინოჩვენებაზე იმყოფებოდა.

როგორც მარიამი ამბობს, აჩვენეს ფილმი, რომელმაც სოფი ლორენს ოსკარი მოუტანა. საღამო კი მთლიანად სოფიას 90 წლის იუბილეს მიეძღვნა.

ცნობილია, რომ მარიამის კაბა ქართველმა დიზაინერმა ლაშა ჯოხაძემ შექმნა, ხოლო სამკაულები კი „ზარაფხანას“ ეკუთვნის.

ჩანთა და ფეხსაცმელი კი „არმანის“ კოლექციიდან მიიღო საჩუქრად.

„7 ნოემბერს ლოს ანჯელესში გაიმართა კინო აკადემიის მუზეუმის მიერ ღონისძიება რომელიც მიეძღვნა ქალბატონი სოფიას ბრწყინვალე კარიერის საიუბილეო აღნიშვნას.

პატივი მქონდა დავსწრებოდი ამ ღონისძიებას ქართველი დიზაინერის ლაშა ჯოხაძის  ულამაზესი კაბით, ქართული საიუველირო კომპანია ზარაფხანას უმშვენიერესი სამკაულით და იტალიური მოდის აიქონის არმანი-ის ჩანთითა და ფეხსაცმლით“, – წერს მარიამი.

ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ ქართველი ზუმბას ინსტრუქტორის, მარიამ შარმანაშვილისა და იტალიელი დირიჟორის – კარლო პონტის ნიშნობა შედგა.

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, მარიამი მსოფლიო ვარსკვლავის, სოფი ლორენის ვაჟის რჩეულია.

„თითქმის ერთი თვის განმავლობაში მოგვიწია ერთად ცხოვრება“ – რამ აღაფრთოვანა სოფი ლორენი | რას გვიყვება მარიამ შარმანაშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g