LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: პატრიარქის საფლავზე ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები მივიდნენ

323
ფეხბურთელები სიონში

სიონის საპატრიარქო ტაძარში ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები მივიდნენ და გარდაცვლილი პატრიარქის ხსოვნას პატივი მიაგეს.

ცნობისთვის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე 17 მარტს გარდაიცვალა. 18 მარტიდან სამების ტაძარში მისი სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობდა. უწმინდესის ხსოვნას პატივი ათასობით მოქალაქემ მიაგო.

ილია II, 22 მარტს, სიონის საპატრიარქო ტაძარში დაკრძალეს.