LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: პირველ ქართულ, ისტორიულ ჰესს მუზეუმის ფუნქცია ექნება და ვიზიტორებს მისი დათვალიერება შეეძლებათ

70
15267741f2f059444fd91dd96275f7d7

ბორჯომის პარკში მდებარე ჰესი პირვანდელ სახეს დაიბრუნებს. საქმე ისაა, რომ საქართველოს მთავრობის, ენერგეტიკის განვითარების ფონდისა და კულტურელი მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ძალისხმევით, კომპლექსს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა და ამჟამად, მისი აღდგენა-რესტავრაცია მიმდინარეობს.

XIX საუკუნეში აშენებული ისტორიული ჰესი პირვანდელ სახეს დაიბრუნებს. რეგიონში ერთ-ერთ უძველეს ჰიდროექლეტროსადგურს მუზეუმის ფუნქცია ექნება და ვიზიტორებს მისი დათვალიერება შეეძლებათ. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულება 2022 წლისთვის იგეგმება.

აღსანიშნავია, რომ ბორჯომის პარკში მდებარე ჰესი პირველი ჰიდროელექტროსადგურია, რომელიც საქართველოში აშენდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g