ლოს-ანჯელესის სახანძრო სამსახურმა აშშ-ში პირველი ელექტრონული სახანძრო მანქანა Rosenbauer RTX მიიღო. ცეცხლის ჩასაქრობად შექმნილი უნიკალური ელექტრომობილის ფასი 1,2 მილიონი დოლარია. მიუხედავად იმისა, რომ სატრანსპორტო საშუალების ძირითადი მამოძრავებელი ძალა 2 ელექტრო ძრავაა, რომელთა საერთო სიმძლავრეც 496 ცხენის ძალას შეადგენს. ტექნიკურ შიგთავსს ემატება 304 ძალის დიზელის აგრეგატიც.
მწარმოებლის აზრით, ელექტრონული სისტემა ავტომობილს მოკლე მანძილზე არსებულ სამუშაოს უპრობლემოდ შეასრულებინებს. დიზელის აგრეგატი კი რეზერვის სახით, უფრო რთული მისიებისთვისაა გათვლილი.
ლოს-ანჯელესის სახანძრო სამსახურის უფროსის თქმით, ელექტროძრავი მათ სამუშაოს ბევრად უფრო ეკოლოგიურს გახდის. შეამცირებს ხმაურის დონეს და ატმოსფეროში მავნე გამონაბოლქვს. ხოლო დიზელი მეხანძრეებს მეტ თავდაჯერებულობას შემატებს და არ მოუწევთ დარდი ელემენტის დამუხტვაზე.