პოლიცია სასამართლო კლანის ღრეობას იცავს, ეს ხდება დღეს, – აღნიშნულის შესახებ რესტორან „ბაბილოსთან“ მყოფმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, სწორედ ამ ღრეობის გამო ქალებს და გოგოებს აკავებენ, რაც წარმოუდგენელია.
„ადამიანი არაფრის გამო გაათრიეს და სხვებსაც ხელი ჰკრეს. პოლიცია სასამართლო კლანის ღრეობას იცავს, ეს ხდება დღეს. ამათი გულისთვის ქალებს და გოგოებს აკავებენ. წარმოუდგენელია“, – აცხადებს ხატია დეკანოიძე.