LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: “პრეზიდენტს რანაირად ექცევიან და ლექსო ვინ არის… ექსპერტია, რამ ათქმევინა ასეთი რაღაც” – ლექსო ლაშქარავას დედა გეჯაძეზე

473
BeFunky-collage - 2022-12-23T021147.162

პრეზიდენტს რანაირად ექცევიან და ლექსო ვინ არის… ექსპერტია, რამ ათქმევინა ასეთი რაღაც, – “ტვ პირველის” გარდაცვლილი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას დედა, “მთავართან” საუბრისას დამოუკიდებელი ექსპერტის ალექსანდრე გეჯაძის განცხადებას ეხმაურება.

ლექსოს დედის თქმით, მის შვილს ნარკოტიკების მოხმარება დააბრალეს.

“პრეზიდენტს რანაირად ექცევიან და ლექსო ვინ არის. არ სცემეს? არ მოკლეს?…ექსპერტია, ან რამ ათქმევინა მსგავსი რაღაც. რანაირად წაიყვანეს ლექსო, რა უქნეს, ასე ძაღლსაც არ მოექცევიან. ჩემი თვალით შევხედე ჩემი შვილის სიკვდილს. ეს რა გადავიტანე და რა თქვეს: მოვიდა ჩემი შვილი სახლში და ნარკოტიკი გაიკეთა თურმე. რანაირად, ვის ტვინში დატრიალდა ასეთი რამე”,- ამბობს ლექსო ლაშქარავას დედა.

ალექსანდრე გეჯაძე გუშინ კიდევ ერთხელ შეეხო ლექსო ლაშქარავას ექსპერტიზის საკითხს და თქვა: “შემიძლია ცალსახად მოგახსენოთ, რომ ოპერატორთან მიმართებით, კვლევის პროცესში, პროზექტურაში, პირველივე საათებში ჩემს გვერდით სასექციო დარბაზში საიას მხრიდან ოფიციალური წარმომადგენელი იყო, რომელიც კვლევის მთელს პროცესს ესწრებოდა. პროცესის გადაღება ხდებოდა ვიდეოსაშუალებებით, თითოეული დეტალი აღბეჭდილია ვიდეოზე”.

 

 

“პრეზიდენტს რანაირად ექცევიან და ლექსო ვინ არის… ” | ლექსო ლაშქარავას დედა გეჯაძეზე

“პრეზიდენტს რანაირად ექცევიან და ლექსო ვინ არის… ექსპერტია, რამ ათქმევინა ასეთი რაღაც” | ლექსო ლაშქარავას დედა გეჯაძეზე

Posted by მთავარი არხი • Mtavari Arkhi on ხუთშაბათი, 22 დეკემბერი, 2022

 

ამავე თემაზე:

გეჯაძე: ხაჭაპურიძემ ამ განცხადებით საწადელს მიაღწია, სასამართლომ არ დააკმაყოფილა პენიტენციურის შუამდგომლობა ერთიანი ექსპერტიზის დანიშვნაზე

ხვალიდან, მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ გადაყვანის მოთხოვნით, პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან პერმანენტულ აქციები დაიწყება

ვიდეო: “მიხეილ სააკაშვილი არ სიმულირებს, სასიკვდილოდ ავადაა, შეიძლება ვერც მიაღწიოს სასამართლოს ბოლომდე” – გოლდსმიტი

მელია: ჩანს დროში ხელოვნურად გაწელვის განზრახვა – ტექნიკურად, პროცესის წლის ბოლომდე დასრულდება შესაძლებელია.. მოგვიწევს კონკრეტული გადაწყვეტილების მიღება

გიორგი სააკაშვილი: „შოკირებული ვარ, გული მიკვდება, ცრემლებს ვერ ვიკავებდი მიშას ნახვისას“

„საქართველოს ყველა მოქალაქეს ლაქად, ტვირთად აწევს და დააწვება სააკაშვილის წამება პირდაპირ ეთერში.. ამ კადრში ხედავ საკუთარი სახელმწიფოს დანაშაულს“ – ოპოზიციის წარმომადგენლების შეფასება სააკაშვილის პროცესზე

გეჯაძე: ხაჭაპურიძემ ამ განცხადებით საწადელს მიაღწია, სასამართლომ არ დააკმაყოფილა პენიტენციურის შუამდგომლობა ერთიანი ექსპერტიზის დანიშვნაზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g