თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი, იურიდიული კომისიის თავმჯდომარე, ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრი ლევან ბერძენაშვილი საკრებულოს სხდომაზე „გამჭვირვალობის“ კანონპროექტის წინააღმდეგ გამოვიდა და განაცხადა, რომ პარტიას, ფრაქციასა და თანამდებობას დატოვებს, თუკი მმართველი გუნდი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონს“ არ გაიწვევს.
დეპუტატმა ამის შესახებ, დღეს 26 აპრილს თელავში, საკრებულოს სხდომაზე ისაუბრა და მთავრობას თხოვნით მიმართა, „ნუ უღალატებენ ქვეყანას“:
„ჩემი თხოვნაა საქართველოს მთავრობასთან და ხელისუფლებასთან, ნუ დაარღვევთ კონსტიტუციას და ნუ უღალატებთ თქვენს ქვეყანას, ეს კანონი გაითხოვეთ უკან.
სანქციები ივანიშვილს, უვიზო რეჟიმის კრიტერიუმების შემოწმება – ევროპარლამენტმა რეზოლუცია მიიღო
რეზოლუციის სრულ ტექსტთან ერთად, რომელიც ამბობს, რომ საქართველოსთან ევროკავშირში გაწევრების მოლაპარაკებები არ უნდა გაიხსნას, სანამ „აგენტების კანონი“ ძალაში იქნება, ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა ორივე შესწორებას, რომლითაც ევროპარლამენტი ბიძინა ივანიშვილის სანქცირებას და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვს.
ევროკავშირის წევრი ქვეყნები, ყველა პარტნიორი გვეუბნება, რომ თუ ამ კანონს მიიღებთ, შესაძლოა დაკარგოთ ვიზალიბერალიზაცია, კანდიდატის სტატუსი, დაკარგავთ ყველაფერს, რაც ევროპას უკავშირდება…
ამიტომ, მე ამ კანონპროექტს ვემიჯნები და თქვენს წინაშე ვდებ ფიცს, თუ პროექტს უკან არ გაიწვევენ, მე დავტოვებ თანამდებობას“. – მიმართა ლევან ბერძენაშვილმა საკრებულოს წევრებს.