LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ქეთი ასათიანი: „ჩვენ ძალიან კარგად ვგრძნობთ თავს, როცა ხუთივე ერთად ვართ, ახლა უკვე შვიდივე…“

1398
ქეთი ასათიანი

ექიმი ქეთი ასათიანი ამბობს, რომ მეუღლე საყვედურობს, რომ შვილებს უფრო მეტი თავისუფლება მისცეს, მაგრამ ოჯახის წევრები აუცილებლად ისმენენ მის აზრს, სანამ გადაწყვეტილებას მიიღებენ:

„ის დანაკლისი, რაც მქონდა მთელი წლები, როცა ფიზიკურად მათთან ერთად ვერ ვიყავი, მე ვიყავი მშობელი, ვინც ვერასდროს ახერხებდა ვერსად მისვლას. როგორ ვცდილობდი ამის აღდგენას და დაბალანსებას, არ ვიცი, მაგრამ ჩვენ ძალიან კარგად ვგრძნობთ თავს, როცა ხუთივე ერთად ვართ, ახლა უკვე შვიდივე… ჩემს შვილებს დროის ჩვენთან ერთად გატარება ურჩევნიათ.

ცეკვა-სიმღერის საკითხი ძალიან გვიყვარს და არა გვიშავს ამ მიმართულებით, სიმღერებს ვამუშავებდით, ხმებში ვშლიდით, შვილებს გასტრონომიული ზეიმი ჰქონდათ, როცა დედა შედიოდა სამზარეულოში. წვნიანის მირთმევაზე თუ იყო ვნებათაღელვა, რაც უნდა გამეკეთებინა, ის უმალ ნადგურდებოდა.

ალბათ, გული დამწყდება, რომ რომელიმემ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღოს ჩემ გარეშე. მე ჩემს შვილებთან ვსაუბრობ ისეთ საკითხებზე, რასაც მათ მეგობრებთან ერთადაც განვიხილავ.

ცეცხლი თუ არ უკიდიათ ჩიჩუებს, იციან, რომ არ უნდა დამირეკონ. ახლა ისწავლეს, რომ შეტყობინება გამოაგზავნონ. ამას მირჩევნია დამირეკონ. რთულია, როცა ხარ პაციენტთან…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g