LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ქეთი ასათიანისა და გიორგი ჩიჩუას ოჯახური იდილია სამ შვილთან ერთად

4564
ketiasatiani

ენდოკრინოლოგი ქეთი ასათიანი და ოფთალმოლოგი გიორგი ჩიჩუა „იმედის“ გადაცემას შვილებთან, მაშოსთან, ლიზასთან და სანდროსთან ერთად ესტუმრნენ და თავიანთ პროფესიასა და ოჯახურ ამბებზე ისაუბრეს.

როგორც ცნობილმა ექიმებმა აღნიშნეს, ისინი ერთად 23 წელია, არიან.

ქეთი ასათიანი:

თვის განმავლობაში არის ერთი შაბათ-კვირა, როცა გიორგი არის თბილისში. წლები ასეა. ამ გადაცემაში მოსვლაც დიდხანს იგეგმებოდა. როდესაც გიორგი თბილისშია, არის სამსახურში, დილიდან გვიან საღამომდე, კვირის ბოლოს სხვადასხვა რეგიონში არის მივლენილი ოპერაციებისთვის. ეს არის ის უქმე დღე, როდესაც ერთად ვართ. ჩვენც და ჩვენი მეგობრებიც ვცდილობთ, ავეწყოთ გიორგის გრაფიკს, რომ წავიდეთ და მოვილხინოთ.

გიორგი ჩიჩუა:

ახლა შვილებმა მთხოვეს, გადაცემა რომ დასრულდება, სადმე ერთად წავიდეთო.

ქეთი:

შესაძლოა, სხვანაირად უფრო მირჩევნია, რომ ერთად ვიყოთ ყოველთვის, მაგრამ ასეთია ჩვენი პროფესია.

გიორგი:

სრული ლოკდაუნი რომ იყო, იქ გამოვამჟღავნე ჩემი კულინარიული შესაძლებლობები. შვილებმა მითხრეს, მამა, ოჯახში საჭირო ადამიანი ყოფილხარო (იცინის).

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები