ზუმბას ინსტრუქტორი, მარიამ შარმანაშვილი იუბილარი იყო. მარიამმა დაბადების დღეზე უამრავი დადებითი სურვილი და მილოცვა მიიღო.
„ქრისტინე და ხუან ბაგრატიონის სტუმრობა ჩემი დაბადების დღის საუკეთესო დაგვირგვინება იყო. ჩემთვის დიდი პატივია ვიცნობდე მათ ულამაზეს ოჯახს“, – წერს მარიამ შარმანაშვილი.
შეგახსენებთ, მალე საქართველოში მარიამისა და იტალიელი დირიჟორის, კარლო პონტის ქორწილი გაიმართება.
ლეგენდარული იტალიელი მსახიობის, სოფი ლორენის ვაჟისა და მისი ქართველი რჩეულის ქორწილი 26 ივლისს არის დაგეგმილი და როგორც ცნობილია, ცერემონიას კარლოს დედა, სოფი ლორენიც დაესწრება.