ირინა ონაშვილი კოტე მათითაშვილის „კოტკასტში“ საუბრობს ბიოპოლიმერის შესახებ, რომელიც მას ტუჩში შეუყვანეს:
„ბევრი წლის წინ, ჩემს მეგობარს გავყევი საკმაოდ ცნობილ ექიმთან კლინიკაში და ძალიან ცუდი გამოცდილება მივიღე. მეგონა, რომ ოდნავ ასიმეტრია მქონდა და ჩემი ზედა ტუჩი სიმეტრიული გახდებოდა. აქეთ მხარეს მაქვს ბიოპოლიმერი, არის და არის. მერე მივაკითხე იმავე კლინიკაში ექიმს, რომ გამეგო ისტორია და სახელწოდება, სხვა გზები რომ მომეძებნა ამ საკითხის გადასაჭრელად. მითხრა, რომ ისტორია არ გაუხსნია. გაგიკეთებ ნემსს, რომელიც ბიოპოლიმერს დაშლისო. გამიკეთა, მაგრამ შედეგი არ გამოიღო. მერე კი დაგვეწია ამდენი ინფორმაცია. ვიცი, რომ ამას მხოლოდ პლასტიკური ჩარევა შველის, მაგრამ ცოტა მეზარება და გადავიფიქრე…“