LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: რა ეწერა გადამწყვეტი მატჩისას კაშიასთვის მიცემულ წერილში – კაპიტნის პასუხი

474
გურამ კაშია ევრო 2024

რა ეწერა ვილი სანიოლის წერილში, რომელიც საქართველო-ესპანეთის თამაშის დროს გუნდის კაპიტანს გურამ კაშიას გიორგი წიტაიშვილმა გადასცა – კითხვა გადაცემა „შუადღის“ ჟურნალისტმა გურამ კაშიას დაუსვა.

„არ ვიცი, ვერ წავიკითხე. მე ხომ ვერ ვკითხულობ“, – უპასუხა გურამ კაშიამ ჟურნალისტს.

შემდეგ კი განმარტა, რომ წერილი ტექნიკურ გადაადგილებას ეხებოდა.

ჟურნალისტის კითხვაზე, დაეხმარა თუ არა რჩევა გუნდს, კაშია პასუხობს, რომ ვერა, რადგან ესპანეთთან მატჩი 4-1 დასრულდა.

ცნობისთვის, ერთ-ერთ ინტერვიუში, გურამ კაშიამ განაცხადა, რომ დისლექსია აქვს: “დისლექსია თუ გაგიგიათ? კითხვის პრობლემა ვისაც აქვს, აი, მე ვარ დისლექტიკი. მთელი ბავშვობა ჩემი თავი შტერი, გაუნათლებელი მეგონა. ყველა მასწავლებელი მაგას მეუბნებოდა. ხმამაღლა კითხვა არ შემიძლია, ასოები მერევა.

„მთელი ბავშვობა მეგონა გაუნათლებელი ვიყავი.. მასწავლებელი რომ ამაყენებდა, ვერ ვკითხულობდი და მეუბნებოდა, დაჯექი შტეროო.. მერე აღმოვაჩინე, რომ დისლექსია მაქვს“ – გურამ კაშია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g