LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „რა გმირი ქმარი მყავს, ისე გადახტა, არც დაფიქრებულა“ – მდინარე აჭარისწყალში ჩავარდნილი ტურისტები ადგილობრივებმა დახრჩობას გადაარჩინეს

225
მახუნცეთი

20 აგვისტოს, სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ აჭარაში, მახუნცეთში, მდინარე აჭარიწყალში ჩავარდნილი ტურისტები ადგილობრივებმა დახრჩობას გადაარჩინეს – ფაქტის ამსახველი კადრები სოციალურ ქსელში გავრცელდა.

მდინარესთან გადაღებული კადრები გამოაქვეყნა მოქალაქე ლალი ხიმშიაშვილმაც, რომლის თქმითაც, ტურისტების დასახმარებლად წყალში ჩასული ერთ-ერთი მოქალაქე მისი მეუღლეა.

„რა გმირი ქმარი მყავს. ისე გადახტა, არც კი დაფიქრებულა“, – წერს ის.

როგორც ადგილობრივები „აჭარა თაიმსთან“ ჰყვებიან, ორი ტურისტი მდინარეში ხიდიდან ჩავარდა. თუმცა მოგვიანებით ორივე მათგანი წყლიდან უვნებლად ამოიყვანეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები