ქსელში გავრცელდა ჩანაწერი, რომელიც „აუდის“ სადილერო ცენტრის პირველ სართულზეა გადაღებული. კადრების ავტორმა გადაიღო, თუ რა მდგომარეობაში არიან ახალი ავტომობილები უხვი ნალექის გამო გამოწვეული წყალდიდობის შემდეგ.
უწყვეტი წვიმის გამო ათობით ახალი მანქანა მთლიანად წყლის ქვეშ აღმოჩნდა, ზოგიერთი მოდელი კი ადგილიდან დაიძრა და წყლის ნაკადის დახმარებით სხვა მანქანას დაეჯახა კიდეც.
დატბორილ მოდელებს შორის არიან – Audi Q3, Q5 და Q8, ასევე RS Q3 Sportback და უნივერსალი RS6.