LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: რა რეაქცია ჰქონდა ენდი ბაირონის მეუღლეს ვიდეოს ნახვისას და რა მოიმოქმედა მან – „წლის ღალატის“ დრამატული ისტორიის კვალდაკვალ

28450
page

როგორც ცნობილია, ბოსტონში გამართულ Coldplay-ის კონცერტზე კამერამ IT-კომპანიის ხელმძღვანელის ღალატი დააფიქსირა. ვიდეომ მსოფლიო მედია მოიცვა. კონცერტის დროს ეკრანზე შემთხვევით გავიდა კადრები, რომელშიც ამერიკული კომპანია Astronomer-ის აღმასრულებელი დირექტორი, ენდი ბაირონი და კადრების განყოფილების უფროსი, კრის­ტენ კა­ბო­ტი ერთმანეთს ეხუტებოდნენ. ყველაფერი კარგად იქნებოდა, რომ არა ერთი საყურადღებო ფაქტი, ბაირონს ცოლი და შვილები ჰყავს, რომლებიც იმ მომენტში სახლში იმყოფებოდნენ.

წლის ყველაზე უხერხული ვიდეო: Coldplay-ის კონცერტზე კამერამ IT კომპანიის ხელმძღვანელის ღალატი დააფიქსირა

სულ ცოტა ხნის წინ, ვიდეოს მთავარმა გმირმა, ენდი ბაირონმა ვრცელი პოსტი გაავრცელა, რომელშიც გულწრფელ ბოდიშს იხდის. წერილს კი Coldplay-ის საკულტო ჰიტის, Fix You-ს სიტყვებით ასრულებს.

„მინდა განვმარტო ის მომენტი, რომელიც ინტერნეტში გავრცელდა და იმედგაცრუება გამოიწვია. ღამე, რომელიც სიხარულისა და მუსიკისთვის იყო განკუთვნილი, ძალიან პირადულ შეცდომად გადაიქცა. გულწრფელად ვუხდი ბოდიშს ჩემს მეუღლეს, ჩემს ოჯახს და „ასტრონომერის“ გუნდს. თქვენ ყველა ჩემგან, როგორც პარტნიორისგან, როგორც მამისგან და როგორც ლიდერისგან, უკეთესს იმსახურებთ.

ამ ეტაპზე ვიყენებ დროს ფიქრისთვის, პასუხისმგებლობის აღებისთვის და იმ ნაბიჯების განსაზღვრისთვის, რომლებიც პირად და პროფესიულ ცხოვრებაში უნდა გადავდგა. გთხოვთ, ამ პროცესში პატივი სცეთ ჩემს პირად სივრცეს.

ასევე მსურს გამოვხატო, რამდენად შემაშფოთა იმან, რომ მომენტი, რომელიც პირადული უნდა ყოფილიყო, თანხმობის გარეშე, საზოგადოებრივი გახდა. მე დიდ პატივს ვცემ ხელოვანებსა და შოუ-ბიზნესის წარმომადგენლებს, თუმცა, იმედია, ყველანი დავფიქრდებით იმ ზემოქმედებაზე, რაც შეიძლება მოჰყვეს სხვისი ცხოვრების სანახაობად ქცევას. როგორც ერთმა ჩემმა მეგობარმა იმღერა: „სინათლე გაგიყვანს სამშვიდობოს, გაგითბობს ძვლებს და მე ვეცდები, შენი ტკივილი განვკურნო“, – ენდი ბაირონი.

„გულწრფელად ვუხდი ბოდიშს ჩემს მეუღლეს“ – ენდი ბაირონი ვრცელ და გულსაკლავ პოსტს ავრცელებს

ახლა მთავარი კითხვა ისაა, ვინ არის ენდი ბა­ი­რო­ნის მე­უღ­ლე და რა რეაქცია ჰქონდა მას ვიდეოზე, რომელმაც სრულიად ინტერნეტსივრცე დაიპყრო.

ირკვევა, რომ ენდის მეუღლე, მე­გან კე­რი­გან ბა­ი­რო­ნი ვიდეოს ნახვამ შოკში ჩააგდო. მისი „ფე­ის­ბუქი“, სა­დაც მა­ნამ­დე არა­ერ­თი ოჯა­ხუ­რი ფოტო ედო, სა­ჯა­როდ ხელ­მი­საწ­ვდო­მი აღარ არის. თუმ­ცა, ან­გა­რი­შის და­ხურ­ვამ­დე მე­გან­მა პრო­ფი­ლის სა­ხე­ლი­დან წა­შა­ლა ქმრის გვა­რი, „ბა­ი­რო­ნი“ და ახლა მას მხო­ლოდ მე­გან კე­რი­გა­ნი უწე­რია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები