რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო, საერთაშორისო საზოგადოების მიერ რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს, ქართველი მომღერალი და კომპოზიტორი „აჭარის ტელევიზიის“ ეთერში ეხმიანება.
„აი, რა სანქციები. რით უნდა დააწესოს საქართველომ სანქციები. წყალი, გაზი, დენი, ბორჯომის წყალი, ყველაფერი მივყიდეთ რუსეთს, კიდევ რა გვაქვს, მანდარინი? რა სანქციები, რის სანქციები, გამაგებინეთ. ეკონომიურად რა გვაქვს, რომ რუსეთს დავუწესოთ სანქციები. ეს ხომ ტყუილი ბაზარია… მე მაგალითად ვემხრობი და ვთვლი, რომ ჩემი ქვეყანა, ჩემი ხელისუფლება არის მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა იზრუნო ადამიანზე, როგორ უნდა დაიცვა ადამიანი და შენი ხალხი უბედურებისგან, რომელიც შეიძლებოდა მომხდარიყო“, – ამბობს ჯემალ სეფიაშვილი.