LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: რა სასწაული შეემთხვა ტარიელ ხარხელაურს ტაძარში: „მის ხელში ოთხი სანთელი თავისით აინთო…“

270
ტარიელ ხარხელაური

იზა ვეფხვაძე ჰყვება, რა სასწაული შეემთხვა ცნობილ პოეტ ტარიელ ხარხელაურს გადახდა ბაგრატის ტაძარში:

„ჩვენი უსაყვარლესი პოეტი ტარიელ ხარხელაური ქუთაისის ერთ-ერთ სკოლაში იყო მიწვეული. მის მეუღლესთან ერთად ავედით ბაგრატის ტაძარში. არ იყო ხალხმრავლობა. ვიყიდეთ სანთლები. ბატონ ტარიელთან უფრო ახლოს იდგა მისი მეუღლე. მარინე. ბატონი ტარიელი ჯვარცმასთან იდგა და პირჯვარს იწერდა, მარჯვენა ხელი ჩამოშვებული ჰქონდა, სანთლები ეკავა და უცებ მის ხელში აინთო სანთლები. მან მიუხმო მარინას, დაძაბული ესაუბრა. სანთლები დადო და წამოვიდა ტაძრიდან. ძალიან აღელვებული იყო და კარგა ხანს საუბარი ვერ შეძლო. როცა საუბარი შეძლო, თქვა, ვიდექი ჯვარცმასთან, საკუთარი თავისთვის არასდროს უფლისთვის არ მითხოვია, ყოველთვის სამშობლოსთვის ან სხვა ადამიანისთვის ვთხოვო. ახლაც ვთხოვე უფალს, რომ ჩემი სამშობლო განსაცდელშია და კიდევ ერთხელ იხსენიო. ვიგრძენი, ხელი მეწვოდა, ხუთიდან ოთხი სანთელი აინთოო… ასეთ ღვთისმოსავ ადამიანს როცა მსგავსი რამ შეემთხვევა, უფალი აგრძნობინებს, რომ მასთან არის, ერისთვის, ადამიანებისთვის არის ნიშანი, რომ უნდა შემოვბრუნდეთ უფლისკენ…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g