LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „რა წამსაც ეთერში აღარ ვიყავი, ტელეფონი გაჩუმდა… ჩემს ამ მდგომარეობას ვეძახდი: „მაიას არავინ არ სწერს“ – 3-წლიანი პაუზის შემდეგ მაია ასათიანი „ნანუკა ჟორჟოლიანის შოუში“ გამოჩნდება

221
მაია ასათიანი

„ნანუკა ჟორჟოლიანის შოუს“ მორიგი ეპიზოდის სტუმარი ტელეჟურნალისტი მაია ასათიანი იქნება. გადაცემა ეთერში ოთხშაბათს გავა.

გადაცემის ანონსს მაია ასათიანი „ინსტაგრამის“ საკუთარ გვერდზე აქვეყნებს. ვიდეოში მას წამყვანი ასე წარადგენს: „სამწლიანი პაუზის შემდეგ, მაია ასათიანის ეთერი“.

თავად მაია ასათიანი გამოქვეყნებული ვიდეოს მონაკვეთში აღნიშნავს:

„რა წამსაც ხუთშაბათს საღამოს ეთერში აღარ ვიყავი, ტელეფონი გაჩუმდა. მარკესის ერთი მოთხრობაა: „პოლკოვნიკს არავინ სწერს“, – გადამდგარ პოლკოვნიკზეა, რომელიც წერილს ელოდება, წერილი არ მოდის… ჩემს ამ მდგომარეობას ამას ვეძახდი – მაიას არავინ არ სწერს, როდესაც დამირეკავენ და მეტყვიან: რა მინდა გთხოვო, მე ვეტყვი: დიახ გისმენთ“.

„რაც ეთერში აღარ ვარ, უცებ გაჩუმდა ტელეფონი გათენებიდან დაღამებამდე რომ რეკავდა… უცბად გაქრნენ ადამიანები და მადლობა მათ, ნამდვილებს, ვინც მკითხულობს“ – რა მიმართვას ავრცელებს მაია ასათიანი და როდის დაინტერესდა მისი გუნდი სამშობიაროდან გაყიდული ჩვილების თემით

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები