„რაც ხდება დღეს ჩვენს ქვეყანაში მაშინებს“ – ამის შესახებ გადაცემა „პირველი სტუდიის“ ეთერში ნინო სუხიშვილმა ისაუბრა. ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე საუბრისას მან თქვა, რომ ჩვენი ქვეყნის მომავალი ევროპაშია და თუ რამე შეუშლის ხელს ამ გზაზე, ეს მიუღებელია.
„მე ვთვლი, რომ ჩვენი ქვეყნის გეზი არის და დამოკიდებულება უნდა იყოს ევროატლანტიკური, ძალიან მნიშვნელოვანი უნდა იყოს ჩვენი ქვეყნისთვის ევროკავშირში შესვლა და თუ რამე გვიშლის ამისკენ ხელს და უკან გვწევს, მე არ მიმაჩნია ეს სწორ პოზიციად.
ღმერთმა ქნას რომ არ ავცდეთ ევროატლანტიკურ კურსს და გადავრჩეთ, მაგრამ რაც ხდება დღეს ეს ცოტა მაშინებს… ჩემი ქვეყნისთვის მინდა საუკეთესო მომავალი. არ მინდა ჩემს ქვეყანაში არც არეულობა, არც ომი და არც მსხვერპლი“ – ამბობს ნინო სუხიშვილი.
"რაც ხდება დღეს ჩვენს ქვეყანაში მაშინებს" – ნინო სუხიშვილი"რაც ხდება დღეს ჩვენს ქვეყანაში მაშინებს" – ნინო სუხიშვილი გადაცემა სრულად 👇 https://www.youtube.com/watch?v=fa87rRPOPas
Posted by პირველი სტუდია • Pirveli Studia on ორშაბათი, 08 ივლისი, 2024