„გუშინ რაც მე ვიხილე ერევანში…სომხები ჩვენ გვგულშემატკივრობდნენ, ვერ წარმოიდგენთ… დედას გეფიცებით, პირჯვარს გადავიწერ, ისეთი ნაღდი, ძმური აპლოდისმენტები იყო“ – მომღერალი თეონა კონტრიძე თავის გამომწერებს იმ ემოციებს უზიარებს, რაც მან ერევანში, სომეხი ხალხისგან, ქართველი ფეხბურთელების გულშემატკივრობისას იხილა.
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ევრო 2024-ზე მიღწეულ შედეგებს მომღერალი ქართული ფეხბურთის გამარჯვებად თვლის:
ფოტო: „მადლობა…“ – გიორგი ქოჩორაშვილი საქართველოში ბრაზილიელ შეყვარებულთან ერთად ჩამოვიდა
„გუშინ რაც მე ვიხილე ერევანში…სომხები ჩვენ გვგულშემატკივრობდნენ, ვერ წარმოიდგენთ… დედას გეფიცებით, პირჯვარს გადავიწერ, ისეთი ნაღდი, ძმური აპლოდისმენტები იყო და ისეთი გვერდში დგომა დავინახე… მძღოლმა დაიპუტა ყველაფერი, ტიროდა… ხვიჩა, ბრატჯან ამბობდა, რას ყვიროდა უნდა გენახათ…არ შემეძლო ეს თქვენთვის არ მომეყოლა“ – ამბობს თეონა კონტრიძე ინსტაგრამში გამოქვეყნებულ „სთორიში“.