LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: რატი დურგლიშვილის გრანდიოზული დაბადების დღე – ნახეთ მხიარული კადრები წვეულებიდან, რომელსაც მთელი შოუბიზნესი ესწრებოდა

2841
rati durgliSvili

რატი დურგლიშვილი 5 აპრილს იუბილარი იყო.

მომღერალმა დაბადების დღე ახლო მეგობრების გარემოცვაში, ერთ-ერთ რესტორანში გადაიხადა.

შეიძლება ითქვას, რომ რატის იუბილემ კონცერტივით ჩაიარა.

წვეულებაზე ამღერდა თავად რატი, რა თქმა უნდა, მაკა ზამბახიძე, ლელა წურწუმია, ანრი ჯოხაძე, ნინი ბადურაშვილი და სხვები.

ვიდეოებს სოციალურ ქსელში ბლოგერი კოკი ფერაცი ფანგანი გვიზიარებს.

გრანდიოზული დაბადების დღის და უამრავი მილოცვის შემდეგ, რატი დურგლიშვილი საზოგადოებას მადლობას უხდის.

მომღერალი ამის შესახებ სოციალურ ქსელში წერს.

„ჩემთვის ყურადღება პატივისცემა სიყვარული ყველაფერზე მნიშვნელოვანია, ამიტომ ყოველთვის და ახლაც მადლიერებას გამოვხატავ ყველა თქვენთაგანის მიმართ. მადლობა უღრმესი ამხელა სითბოსთვის, მე თქვენ უზომოდ მიყვარხართ, მაძლიერებთ და მაძლევთ იმედს, რომ ცხოვრება ულამაზესია. ბედნიერებას გისურვებთ მთელი ცხოვრება. მადლობა, რომ მყავხართ კეთილი, საყვარელი ადამიანები, ვისაც სიყვარულის შექმნა შეგიძლიათ ეს უმთავრესია,“ – წერს რატი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები