გარდაცვლილი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას დედამ „სხვა ნანუკას“ ეთერში გულახდილად ისაუბრა.
როგორც თინათინ კახიძემ აღნიშნა, მის შვილს არაადამიანურად მოექცნენ, როგორც სიცოცხლეში, ასევე გარდაცვალების შემდეგ.
„რა მიჭირს ყველაზე მეტად და…მარტო ვერ ვჩერდები, ჩემი შვილის სიკვდილი ვნახე, მარტო ვიყავი სახლში, მე ლექსო და ძაღლი…
ყოველდღე, 40 დღე ვნატრობ, ღმერთო თუ მართლა სული ტრიალებს, წამიყვანე შენთანთქო.
გავიდა ეს 40, აგერ ვგდივარ.
8-ის ნახევარზე ველაპარაკე, დედა არ დაიგვიანოთქო, 9 საათზე ნემსი უნდა გაეკეთებინა, თან ბოლო ნემსი იყო რაც დაუნიშნეს.
5-ის ნახევარი რომ გახდა დავაფარე ლამაზად, მეთქი მოვუსმევ ხელს ლოყაზეთქო, მოვუსვი და დავინახე გალურჯებული ტუჩები.
აქ იყო ბალკონი, რატომ არ გადავხტი? დღემდე ეს მაწუხებს.
არანორმალურად ეშინოდა ნემსის…მე არ ვარ ის დედა თავზე ხელს ვაფარებდე.
8 წლის მერე მეყოლა, ნანატრი შვილი იყო, მის გარდა არავინ არ მყავდა, მის ყოველ ნაბიჯს ვამოწმებდი გაჩენის დღიდან.
ჩემი შვილი ერთხელ კი არა ორჯერ მომიკლეს, თქვენ არ იცით ეს რა ტკივილია…“-განაცხადა „სხვა ნანუკას ეთერში“ ლექსო ლაშქარავას დედამ.