გავრცელებული ინფორმაციით, რიანა მეოთხე ბავშვზეა ორსულად. ვარაუდი მას შემდეგ გაჩნდა, რაც მომღერალი კვლავ პარიზში დააფიქსირეს. პაპარაცების ობიექტივში არტისტი ფართო, თავისუფალი სტილის სამოსით მოხვდა, რამაც ფანებს აფიქრებინა, რომ ის მომრგვალებულ მუცელს მალავს.
თავდასხმის შემდეგ, რიანა და ASAP Rocky საჯაროდ პარიზში გამოჩნდნენ
დიდი აჟიოტაჟის მიუხედავად, ზოგიერთი მიიჩნევს, რომ ეს უბრალოდ მისი მშობიარობის შემდგომი სილუეტია, თუმცა მისი ერთგული ფანები მაინც მორიგი დიდი მოვლენის მოლოდინში არიან.
მოარული ხმების თანახმად, 38 წლის შემსრულებელი მეოთხე ორსულობას ოფიციალურად 4 მაისს, Met Gala-ს წითელ ხალიჩაზე დაადასტურებს. აღსანიშნავია, რომ მან მესამე ორსულობა გასულ წელს სწორედ Met Gala-ზე გაამხილა.
შეგახსენებთ, რომ რიანას A$AP Rocky-ისგან ორი ვაჟი და ქალიშვილი ჰყავს.