მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ „ნამოხვანჰესთან” დაკავშირებით პასუხებს ითხოვს.
მოძრაობის წევრებმა ეკონომიკის ახალ მინისტრს, ლევან დავითაშვილს საჯაროდ მიმართეს.
მათი თქმით, ამ დრომდე კითხვებზე პასუხები არ აქვთ, ხელისუფლება კი დროის გაყვანას და პროცესისადმი საზოგადოების ინტერესის შემცირებას ცდილობს.
„ვალდებული ხართ, გვიპასუხოთ“, – აცხადებენ რიონის ხეობის მცველები.
მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ვარლამ გოლეთიანის თქმით, ჯერ კიდევ ბუნდოვანია საკითხი, გაწყდა თუ არა ხელშეკრულება კომპანია „ენკასთან”.
მისივე თქმით, თუ გონივრულ ვადაში ხელისუფლება დიალოგზე არ წავა, ისინი პროტესტის აქტიურ ფორმას მიმართავენ და კომპანია “ენკას” ბლოკირებას მოახდენენ.
შეგახსენებთ, 15 თვის განმავლობაში რიონის ხეობის მცველების პროტესტი მიმდინარეობს.
ამავე თემაზე: