LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „როცა ადამიანი მოიქცევა ყველასთვის გამაღიზიანებლად და მეორე აძლევს ასეთ შეფასებას – „აუ, ეს სოფლელი“, ეს ძალიან „ტეხავს“ – ზაკ მირიანაშვილის მიმართვა

115
d8469b73-caf6-4df0-a517-e87f52a9088c

ტელეჟურნალისტი ზაკ მირიანაშვილი ავრცელებს ვიდეოს, სადაც აღნიშნავს, რომ სიტყვა „სოფლელის“ უარყოფით კონტექსტში თქმა მიუღებელია.

„ძალიან „ტეხავს“, როცა ადამიანი მოიქცევა ყველასთვის გამაღიზიანებლად და მეორე აძლევს ასეთ შეფასებას – „აუ, ეს სოფლელი“. მერე ამას გიხსნის, – „შენც ხომ ხვდები, რომ ამ დროს დაბადება და წარმოშობა, სოფელთან კავშირი არაფერ შუაშია, სოფელში დაბადებულებს არაფერს ვერჩი, უბრალოდ, ეს სოფლელი“… თუ გეოგრაფია არაფერ შუაშია, თუ არაფერ შუაშია სოფელი, ნუღა ამბობ ამას. სოფელში დაიბადა მიხეილ ჯავახიშვილი, რეზო თაბუკაშვილი, ვერიკო ანჯაფარიძე, ვაჟა-ფშაველა, აქ დაიბადა სულიკო, მზისკენ გაფრინდა მერანი…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g