LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „როცა ჩემს პირად ცხოვრებაზე ვილაპარაკე, ისეთი ადამიანები მესროდნენ ქვას, ვისაც იგივე გავლილი აქვს“ – რუსუდან მუმლაძე პირადი ცხოვრების შესახებ საუბრობს

433
რუსუდან მუმლაძე

მომღერალი რუსუდან მუმლაძე გადაცემას „დღის პოსტი“ სტუმრობდა, სადაც სხვადასხვა თემის პარალელურად, პირადი ცხოვრების შესახებაც ისაუბრა.

„როცა ჩემს პირად ცხოვრებაზე ვილაპარაკე, ისეთი ადამიანები მესროდნენ ქვას, ვისაც იგივე გავლილი აქვს ან ახლა გადის. სასიამოვნო ნამდვილად არ იყო მაგრამ ის მომენტები, რომ მომეწყინა, ეს რა თქვეს, რა დაწერეს მეთქი, არ მქონია.

ჩემმა შვილმა, რომელიც ახლა 31 წლისაა, როდესაც ეს ამბები დაიწყო 15-16 წლის იყო. ლოიალური ბავშვი იყო, დიდივით აზროვნებდა არ გაუპროტესტებია.
ძალიან დიდი როლი ითამაშა ზურას ხასიათმაც.. ადამიანი არის პოზიტივის განსახიერება, სულ იღიმის.

რაც შეეხება ზურას შვილს, მაია ზრდასრული ადამიანია. მე მას აბსოლუტურ სოლიდარობას ვუცხადებ ახლაც და მაშინაც, რადგან ჩემი, როგორც შვილის შემთხვევაში ასე რომ ყოფილიყო, აუცილებლად იგივე პოზიცია მექნებოდა. მეც დედის მხარეს დავიჭერდი კლდესავით.. მაიასთან ძალიან დისტანციური ურთიერთობა მაქვს არ მაქვს ახლო ურთიერთობა ჯერჯერობით. ეს ზურას სჭირდება..“, – აცხადებს რუსუდან მუმლაძე.

ცნობისათვის, მომღერალი რუსუდან მუმლაძე ცნობილი კომპოზიტორის, „ივერიას“ წევრის, ზურა ლალიაშვილის მეორე მეუღლეა. პირველი ქორწინება კომპოზიტორს პოპულარულ პროდიუსერთან, მარინა ბერიძესთან აკავშირებდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g