LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „როცა ჯეი ლოსთან პირველი ღამე გქონდა“ – „ბენიფერი“ ქორწილის შემდეგ პირველად გამოჩნდა

10291
page

როგორც ცნობილია, „ბენიფერის“ ქორწილი ლას-ვეგასში, მოკრძალებულად გაიმართა. თუმცა, როგორც ჩანს, ცერემონია და საქორწინო ციებ-ცხელება მაინც დამღლელი იყო. ქორწილის შემდეგ, ბენ აფლეკი და ჯენიფერ ლოპესი პირველად გამოჩნდნენ. მანამ, სანამ ჯეი ლო ლოს-ანჯელესში ენერგიულად ცეკვავდა მაყურებლის წინაშე, ბენი მას მანქანაში, ნახევრად მძინარე ელოდებოდა.

ფოტოებმა მალევე დაიპყრო ინტერნეტსივრცე და 49 წლის აწ უკვე დაქორწინებული ბენის არაერთი „მემეც“ გაჩნდა.

„როცა ჯეი ლოსთან პირველი ღამე გქონდა“, „აშკარად დაქანცული და ნატანჯია“, „ამ დროს ჯეი ლო კვლავ ენერგიულადაა“, – წერენ კომენტარებში.

ქორწილი, რომელსაც 19 წელი ველოდით – ფოტო/ვიდეო “ბენიფერის” ქორწილიდან

გაიცანით ჯენიფერ აფლეკი – ჯენიფერ ლოპესი ქორწინების შემდეგ ქმრის გვარზე გადავიდა

 

View this post on Instagram

 

A post shared by Jennifer Lopez (@jlo)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები