LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: როგორ ცხოვრობს ართანაში ეკა ნიჟარაძე: „20 წლის წინ ვინმეს ჩემთვის რომ ეთქვა, რომ სოფელში წავიდოდი საცხოვრებლად, ალბათ, ამას ვერ დავიჯერებდი…“

1012
ეკა ნიჟარაძე

ეკა ნიჟარაძე დიდი ხანია, სოფლად გადავიდა საცხოვრებლად და იქ სიამოვნებით საქმიანობს.

ამის შესახებ „შუადღეს“ უყვება:

„20 წლის წინ ვინმეს ჩემთვის რომ ეთქვა, რომ სოფელში წავიდოდი საცხოვრებლად, ალბათ, ამას ვერ დავიჯერებდი… ჩემი ოცნება იყო, რომ მქონოდა ჩემი სახლი, სადმე სოფელში…

ჩვენ ახლა ვიმყოფებით თელავის რაიონის სოფელ ართანაში. რომ მეკითხებიან, რას აკეთებო, ვპასუხობ, სოფელში სულ საქმეა-მეთქი. მეგობრებმა დაგვათვალიერებინეს აქ რაღაცები, იმავე დღეს ვნახე ეს სახლი და ძალიან მომეწონა. გავიკეთე ოპერაცია, საიდანაც მომრჩა თანხა. შეიძლებოდა, ორ კვირაში დახარჯულიყო, ამიტომ გადავწყვიტე რაღაცის შეძენა. ეს სახლი რომ დავინახე, მივხვდი, რომ ეს იყო. აქ არის დიდი მიწა და უკან გავაშენე ვენახი. ძალიან ბევრი დაბრკოლება მქონდა, წყლის პრობლემა იყო, აქ ვერ ჩამოხვიდოდი და ბავშვებს ვერ ჩამოიყვანდი. ფაქტობრივად, თავიდან გავაკეთე ყველაფერი…

როცა თბილისში ვარ, ვიცი, რომ ნებისმიერ დროს შემიძლია ჩავხტე მანქანაში და ჩამოვიდე. რასაც აქ ხედავთ, არაფერი არ არის ახალი, რაღაცები თბილისიდან მაქვს ჩამოტანილი…“

ეკა ნიჟარაძე; „წავსულვარ ბაზარში, მაგრამ მომრიდებია და ბალი არ მიყიდია, იმიტომ, რომ სასწაული ფასი აქვს და ამ დროს გვერდით დგას ადამიანი, რომელიც ნახევარ კილოგრამ ბალსაც ვერ იყიდის შვილებისთვის…“

ვიდეო: ნახეთ მსახიობ ეკა ნიჟარაძის მამული კახეთში, სადაც ახლა ცხოვრობს

ეკა ნიჟარაძე: „საშუალო ფენა აღარ არსებობს – ის ფენა, თვის დასაწყისში ხელფასი რომ ჩაერიცხება და თვის ბოლომდე ნორმალურად იცხოვრებს, არც შია და არც სწყურია…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები