ექიმი/პედიატრი, ნინო კამკამიძე გადაცემაში „იმუნიტეტი“ მშობლებისთვის ისეთ საყურადღებო და მნიშვნელოვან საკითხზე საუბრობს როგორიცაა: როგორ და რა ასაკიდან გადავაჩვიოთ ბავშვები საფენის გამოყენებას?!.
როგორც მედიკოსი აღნიშნავს, ბავშვი საფენს 18 თვიდან 3 წლამდე პერიოდში უნდა გადაეჩვიოს.
„ბავშვისთვის საფენის გადასაჩვევად ოპტიმალური ასაკი არის, 18 თვიდან 3 წლამდე პერიოდი. როდესაც ბავშვს შეუძლია დამოუკიდებლად ტანსაცმლის ჩაწევა, აწევა და ა.შ. ამასთან მას თვითონ უკვე უნდა აწუხებდეს საფენი. რაც გინდათ ბავშვმა გააკეთოს, უნდა გაახმოვანოთ, სად მიდიხართ, რატომ მიდიხართ. საფენის გადაჩვევაზე არსებობს რამდენიმე რეკომენდაცია, ერთი ვარიანტია 3 დღის პრინციპი. მშობელმა 3 დღე უნდა გამოყოს, ბავშვი გამოღვიძების დროს რადგან ხშირად იშარდავს, გააკეთოს შეთავაზებები, წაახალისოს. მარცხის შემთხვევაში არ უნდა დატუქსოთ. ღამის პერიოდში შეიძლება შეაფხიზლოთ, გადააყენოთ და ასე მიაჩვიოთ“, – ამბობს ექიმი.