გოგოლა კალანდაძე ირმა სოხაძეს ესტუმრა შინ და მისი სახლი დაათვალიერა. „ტვ პირველის“ რუბრიკაში „სახლები“, მომღერალმა ისაუბრა, თუ როგორ და ვისი რჩევებით მოაწყო საკუთარი ბინა, რომელიც ძალიან შეუყვარდა:
„ამ სახლში ვართ სულ ხუთი წელია. ბოლო სახლში ბახტრიონზე ვცხოვრობდით 42 წელი, სურათებისგან, ნივთებისგან დავიღალე. ამ სახლში გადავწყვიტე, რომ ზედმეტს არაფერს მოვიტანდი, თუმცა თანდათან მაინც ივსება. დიზაინერი არ გვყოლია. ჩემი მეუღლე მშენებელია. ჩემი ქალიშვილი ნატა ბევრი რაღაცის შერჩევაში მეხმარებოდა. მინდოდა სახლი, სადაც დაისვენებ. ისე მიყვარს… ყველაზე კარგი, რაც ამ სახლშია, ეზოში მაქვს აუზი, სადაც ყოველ საღამოს დავდივარ. ეს არის სიამოვნება, შვება, მაქვს აკვააერობიკის სისტემა, რომელიც თავად მოვიგონე, უკვე 20 წელია, ასე ვცხოვრობ და ბევრად უკეთ ვარ… ამ სახლში ვცხოვრობთ მე და ჩემი მეუღლე, რეზო, მაგრამ შვილიშვილებიც ძალიან ხშირად არიან აქ…“