საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრმა, ილია სულამანიძემ (100 კგ) პარიზის ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალი მოიპოვა. 23 წლის ქართველი ტურნირის ფინალში აზერბაიჯანელი ზელიმ კოცოევთან დამარცხდა და თავისთვის სადებიუტო ოლიმპიადაზე ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.
ვერცხლის მედლის მოპოვების შემდეგ საზოგადოების ნაწილის მხრიდან განსაკუთრებით გაიზარდა ინტერესი ილია სულამანიძის ოჯახისა და მისი შეყვარებულის მიმართ, რომელიც ასევე სპორტსმენი, მოცურავე თაკო მეგრელიძეა.
Tik Tok-ზე ვრცელდება ემოციური კადრები, თუ როგორ დახვდა სამშობლოში დაბრუნებულ ილიას მისი რჩეული.
სოციალურ ქსელში გავრცელებულმა ვიდეომ დიდი მოწონება დაიმსახურა.