LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: როგორ ემზადებოდა ბიჭი „გაღმა ნაპირიდან“ „ცეკვავენ ვარსკვლავებისთვის“ – თედო ბექაურის და ანა ბირთველიშვილის ემოციური ცეკვა, რომელიც „გაღმა ნაპირის“ მუსიკაზე შეასრულეს

19567
ფორტუნა (6)

„ცეკვავენ ვარსკვლავების“ მე-12 სეზონის ერთ-ერთი მონაწილე, ფილმ „გაღმა ნაპირის“ მთავარი როლის შემსრულებელი თედო ბექაურია. მისი მეწყვილე, ანა ბირთველიშვილია.

პირველი ნომრის შესრულებამდე თედომ ისაუბრა, როგორ ემზადებოდა „ცეკვავენ ვარსკვლავებისთვის“.

„გავიზარდე ორბეთში, აქვე ვცხოვრობდით. ჩავედით კლინიკაში, სადაც შეგვხვდა რეჟისორი, მითხრა, ფილმში თუ ითამაშებო. რა დაინახა ჩემში? ალბათ, გამომეტყველება და თვალის პრობლემა, რომელმაც დიდი წარმატება მომიტანა.

დაგვირეკა, თბილისში ჩამოგვიყვანა. ოთახში შემიყვანა და მითხრა, მე მაგიდაზე დავუკრავ და იცეკვეო. პირველად რომ დაუკრა, არ მიცეკვია და მერე ვიცეკვე. მაშინ მითხრა, რომ ეს ის ცეკვაა, რაც მე მინდაო.

მაგის მერე დაიწყო ჩვენი ურთიერთობა და ერთი საქმე.

„ცეკვავენ ვარსკვლავებში“ თავიდან გამიჭირდა, ცეკვასთან დიდად შეხება არ მქონია, მაგრამ ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, როგორ გასწავლის ადამიანი“. – ამბობს თედო.

თედომ და ანამ პირველი ცეკვა ფილმ „გაღმა ნაპირის“ მუსიკაზე შეასრულეს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები