19-20 მაისს, საქართველოში საშუალო სკოლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებმა „ბოლო ზარი“ აღნიშნეს.
სოციალურ ქსელში ვრცელდება უამრავი, ორიგინალური ვიდეო, თუ როგორ აღნიშნეს სკოლის დამთავრება სხვადასხვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლეებმა.
საინტერესო სიუჟეტს უზიარებს საკუთარ მაყურებელს „რუსთავი 2“-ის გადაცემა – „დილა მშვიდობისა საქართველო“ ერთ-ერთი მოსწავლის, ლერი ნოზაძის შესახებ –
ის ხაშურის რაიონის სოფელ ქინძათის საჯარო სკოლის ერთადერთი მე-12 კლასელი მოსწავლეა.
ლერი ნოზაძეს სკოლის მასწავლებლებმა და სხვადასხვა კლასის მოსწავლეებმა ემოციური გაცილება მოუწყვეს.
„როდესაც ჩემი კლასის კარი შევაღე და იქ მხოლოდ ერთი მერხი დამხვდა, მე-7 კლასის მოსწავლემ გავაანალიზე, როგორი იყო ამის შემდეგ მარტო ყოფნა. ერთი წელი ძალიან რთული იყო, არაფერი ხდებოდა, შემდეგ კი მთელი სკოლის ბავშვები ჩემი მეგობრები გახდნენ და აღარ ვგრძნობდი ისეთ მარტოობას, როგორც თავიდან.
ეს ჩემი სახლი იყო, სკოლას თითქმის არ ვაცდენდი, ეს წლები ძალიან მომენატრება, აქ ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი და ლამაზი წლები გავატარე“, – აღნიშნავს ლერი ნოზაძე.
ერთადერთი მე-12 კლასელი ხაშურის რაიონის სოფელ ქინძათის საჯარო სკოლის მოსწავლე – ლერი ნოზაძეაერთადერთი მე-12 კლასელი ხაშურის რაიონის სოფელ ქინძათის საჯარო სკოლის მოსწავლე – ლერი ნოზაძეა📚🏫✍🏻 ✍🏻”როდესაც ჩემი კლასის კარი შევაღე და იქ მარტო ერთი მერხი დამხვდა, გავაანალიზე მეშვიდე კლასელმა ბავშვმა, როგორი იყო მარტო ყოფნა”
Posted by დილა მშვიდობისა საქართველო on სამშაბათი, 20 მაისი, 2025