მომღერალი, მოდელი და ფსიქოლოგი თათა გიორგობიანი რჩეულთან, კონსტანტინე მოსიძესთან ერთად ,,ღამის შოუს” ესტუმრა.
წყვილმა გადაცემის ეთერში თავიანთი გაცნობის ისტორია გაიხსენა, რომელშიც მთავარი როლი მომღერალ ბაბი კირკიტაძეს ერგო.
,,გარდა იმისა რომ ვმღერით, სხვადასხვა კომპანიასთან ვთანამშრომლობთ რეკლამის სახით. ერთ საღამოსაც მირეკავს ბაბი და მეუბნება, ჩემი მეგობრის მეგობარიაო, კარგი ბიჭია და თავისი ბიზნესის რეკლამა უნდაო. მკითხა, მიეცა თუ არა ნომერი. მე ჩავთვალე, რომ რადგან მხოლოდ საქმეზე სურდა გასაუბრება მიეცა. სხვა შემთხვევაში არ ვავრცელებთ ნომრებს.
დამირეკა კონსტანტინემ და მითხრა, რომ პირადად სურდა გასაუბრება. 5 წუთით ყავაზე დავსხდეთო და რეალურად ერთი საათი გაგრძელდა. მივუხვდი და წამოვედი, მაგრამ ძალიან მომეწონა. თავიდან თავი დავიფასე, მაგრამ კარგი შთაბეჭდილება დამიტოვა”, – ამბობს თათა გიორგობიანი.
ვიდეო: „ვტირი“ – თათა გიორგობიანს რჩეულმა მანქანა აჩუქა